ბონუჩიმ რეალს უარი უთხრა

ბონუჩიმ რეალს უარი უთხრალეონარდო ბონუჩი ერთ-ერთ ინტერვიუში მადრიდის რეალს შეეხო და თქვა, რომ ზაფხულში რეალს მისი შეძენა სურდა, მაგრამ ბონუჩი მხოლოდ იუვენტუსში დაბრუნებაზე ფიქრობდა:

”რეალი ჩემი შეძენით იყო დაინტერესებული და ჩემთვის ეს დიდი პატივია, რადგან რეალი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. სხვა დროს შეიძლება მათ წინადადებაზე მეფიქრა, მაგრამ ჩემთვის მთავარი იუვენტუსში დაბრუნება იყო”–განაცხადა ბონუჩიმ.

ლეონარდო ბონუჩიმ 2017 წელს იუვენტუსი დატოვა და მილანში გადავიდა, სადაც მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა.