ჩხოროწყუში 2 მანქანა ერთმანეთს დაეჯახა – დაიღუპა 35 წლის მამაკაცი

ჩხოროწყუში 2 მანქანა ერთმანეთს დაეჯახა - დაიღუპა 35 წლის მამაკაციჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეგახარეში ავტოსაგზაო შემთხვევას 35 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, შეჯახების შედეგად, ავტომანქანაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.