დავით კირკიტაძე ციხეში მარიამ ახობაძეზე ქორწინდება – მეჯვარეები ციხის თანამშრომლები იქნებიან

დავით კირკიტაძე ციხეში მარიამ ახობაძეზე ქორწინდება - მეჯვარეები ციხის თანამშრომლები იქნებიან”პრაიმტაიმის” ინფორმაციით ‘ნაციონალური მოძრაობის’ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე ხვალ ე.წ მატროსოვის ციხეში ქორწინდება. პოლიტიკოსის და ახლა უკვე პატიმრის რჩეული 27 წლის მარიამ ახობაძე, ერთ-ერთი ესთეტიკური ცენტრის გაყიდვების დირექტორია.

წინასწარი ინფორმაციით, წყვილის მეჯვარეები სასჯელაღსრულების თანამშრომლები იქნებიან.

აღნიშნული ინფორმაცია “პრაიმტაიმმა” პენიტენციურ სამსახურშიც გადაამოწმა. უწყებაში დაგვიდასტურეს, რომ პატიმარმა დავით კირკიტაძემ ციხის ადმინისტრაციას შესაბამისი თხოვნით ნამდვილად მიმართა, რაც დაკმაყოფილდა.

შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტო ციხეში მიავლენს რეესტრის თანამშრომელს, რომელიც დავით კირკიტაძესა და მარიამ ახობაძეს შორის სამოქალაქო ქორწინებას ოფიციალურად გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძე სასჯელაღსრულების მეცხრე, ე.წ მატროსოვის ციხეში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ დავით კირკიტაძესთვის ეს მეორე ქორწინებაა. მისი პირველი მეუღლე ტელეწამყვანი და ”ბარამბოს” პიარმენეჯერი სალომე წაქაძე იყო.