ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებული ვალერი ირემაძე ფსიქიატრიულში გადაიყვანეს

ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებული ვალერი ირემაძე ფსიქიატრიულში გადაიყვანეს13 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულის დაკითხვა გვიან ღამემდე გაგრძელდა. ვალერი ირემაძე წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან ექიმების გადაწყვეტილებით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

დაკავებულის ადვოკატი გამოკითხვის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ შესაძლოა, მოითხოვოს მუხლის გადაკვალიფიცირება.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

“დაცვის მხარის მიერ არანაირი მტკიცებულებები მოპოვებული არ არის. თუკი ვინმეს საკითხი გამოიკვეთება,რომ ვინმეს გულგრილობით მოხდა ეს ფაქტი, რეაგირება დაცვის მხარეს გვექნება,”-ამბობს ადვოკატი ზურაბ დალაქიშვილი.

29 წლის ახალგაზრდას ძმისშვილის მკვლელობისთვის ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. სამართალდამცველებმა ვალერი ირემაძისა და მოკლული ბავშვის ოჯახის წევრებიც გამოჰკითხეს.

რუსთავში, 13 წლის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით ბიძა დააკავეს. მან მოზარდს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

რუსთავი 2