ეკა ბესელია ირაკლი კობახიძეს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს – პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება

ეკა ბესელია ირაკლი კობახიძეს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს - პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებაპარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ ეკა ბესელიას მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე გადაწყვეტილება მიიღო. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, უმრავლესობა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ბესელიასა და მისი თანამოაზრეების კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.

ეკა ბესელიას თქმით, არასწორი დასკვნების გამოტანის მთავარი მიზეზი ის არის, რომ აღნიშნული პროექტის ირგვლივ უმრავლესობის შიგნით მსჯელობა არ ყოფილა.

„არასწორია ის ინფორმაცია, რომ არ იცოდა უმრავლესობამ და არ იყო ცნობილი უმრავლესობისთვის ამ ინიციატივის მომზადების თაობაზე. მე ორჯერ დავაყენე მათ შორის ბოლო სხდომაზე საკითხი უვადოდ მოსამართლეთა გამწესების შეჩერებას დაუჭერდით თუ არა მხარს, იდეას დაეთანხმა ყველა.

რაც შეეხება მეორე არგუმენტს, რომ ეს შეამცირებს მოსამართლეთა რაოდენობას ეს არ არის სწორი. იმიტომ რომ სამწუხაროდ უმრავლესობის შიგნით და უმრავლესობისა და ფრაქციის შიგნით რომ არ მოხდა ამ დრომდე პროექტზე მსჯელობა, აი ეს იწვევს ასეთ მსჯელობას,“-ამბობს ეკა ბესელია.