ეკვადორში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ეკვადორში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდაეკვადორში, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 10:17 საათზე, ქალაქ პალორადან 132 კილომეტრის დაშორებით დაფიქსირდა.

მიწისძვრის კერა 152 კილომეტრის სიღრმეზე იყო.

ამ ეტაპზე ინფორმაცია ნგრევაზე და მსხვერპლზე არ გავრცელებულა.

იპნ