„ეს იყო ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე მიყენებული ზიანი, გაუგებარი ასეთი ტიპის აგონია“ – სერგი კაპანაძე ლიეჟში მომხდარ დაპირისპირებაზე

„ეს იყო ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე მიყენებული ზიანი, გაუგებარი ასეთი ტიპის აგონია“ - სერგი კაპანაძე ლიეჟში მომხდარ დაპირისპირებაზელიეჟში საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და ემიგრანტების შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავის წამოწევის მცდელობას“ უწოდებს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრები მომხდარის გამო საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ. სერგი კაპანაძის განცხადებით, მომხდარის გამო საქართველოს რეპუტაციას ზიანი მიადგა:

“ის, რაც ლიეჟში ხდებოდა “ქართული ოცნების” მხრიდან იყო როგორღაც ბუზისგან სპილოს შექმნის მცდელობა. ნორმალური პრაქტიკა არის, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ხვდება თავის მომხრეებს რომელიმე ქვეყანაში, მაგრამ სრულიად არანორმალურია,რომ, ქართული ოცნება ცდილობს ჩაშალოს ასეთი შეხვედრა,იქ თავის მომხრეების მიგზავნით, თავის პოლიტიკური გზავნილების დაფიქსირებით და აშკარად პროვოკაციის მცდელობით. ეს ნამდვილად იყო ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე მიყენებული ზიანი. სრულიად გაუგებარი ასეთი ტიპის აგონია,“-აბობს სერგი კაპანაძე