„ევროპული საქართველო“ ეკა ბესელიას საკანონმდებლო ინციატივას მხარს დაუჭერს

„ევროპული საქართველო“ ეკა ბესელიას საკანონმდებლო ინციატივას მხარს დაუჭერს„ევროპული საქართველო“ ეკა ბესელიას და მისი თანაგუნდელების საკანონმდებლო ინიციატივას მხარს უჭერს. ამის შესახებ განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ გააკეთა.

ელენე ხოშტარია ეკა ბესელიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც სასესიო სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, რომ „ევროპული საქართველო“ თავს იკავებს კანონპროექტის მხარდაჭერისგან.

ხოშტარიას თქმით, ბესელიას ინიციატივას, რომ პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა 5 წლით გადავადდეს, ისინი მხარს დაუჭერენ.