„გამომძიებლებს პოლიტიკაზე სასაუბროდ ჩემს სამუშაო ოთახში ვეპატიჟები“ – ზვიად კუპრავა არ გამორიცხავს, რომ დღეს დააკაონ

„გამომძიებლებს პოლიტიკაზე სასაუბროდ ჩემს სამუშაო ოთახში ვეპატიჟები“ - ზვიად კუპრავა არ გამორიცხავს, რომ დღეს დააკაონმას შემდეგ, რაც „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში არ მივიდა, მას უწყებიდან მიმართვის წერილი კიდევ ერთხელ მიუვიდა.
კუპრავას ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის საჩივრის საფუძველზე ელოდებიან, სწორედ ამ მიზეზის გათვალისწინებით, კუპრავა ამბობს, რომ ეს პროცესი თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებულია და შესაბამისად, განყოფილებაში არც 2 საათის შემდეგაც მივა.
„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი გამომძიებლებს მის სამუშაო კაბინეტში ელოდება, რომ “პოლიტიკაზე ესაუბროს”.

„ძალიან გულისხმიერები აღმოჩდნენ და დამატებითი 2 საათი მომცეს იმისთვის, რომ ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში მივიდე და ბრალს გავეცნო. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, ვინაიდან ეს არ არის სამართლებრივი საქმე და დავა, რადგან ეს საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია, მე განყოფილებაში მისვლას არ ვაპირებ. გამომძიებლებთან პოლიტიკაზე სამმართველოში არ ვისაუბრებ. მათ პოლიტიკაზე სასაუბროდ ჩემს სამუშაო ოთახში ვეპატიჟები. აქ ვარ, არსად გაქცევას არ ვაპირებ და ველოდები, როდის გამოცხადდებიან. მათი ნებისმიერი მოთხოვნა იქნება ჩემი მხრიდან მოსმენილი. ბრალის დადგენილებას გავეცნობი. დავათანხმები თუ არა მას, ეს უკვე ჩემი გადასაწყვეტია”- განაცხადა ზვიად კუპრავამ.

„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი “ნიუპოსტთან” აღნიშნავს, არ გამორიცხავს, რომ დააკავონ.

“თეორიულად არაფერს გამოვრიცხავ, მით უმეტეს, ამ ხელისუფლებისუფლებისგან. როგორც იცით, მე უკვე ბრალდებული ვარ სხვისი თეფშიდან ჭამისთვის და გირაო მაქვს შეფარდებული, შესაბამისად, მეორე დადგენილება სწორედ იმიტომ გამოიტანეს და გამაცნეს გუშინ ტელეფონით, რომ შემიცვალონ აღკვეთი ღონისძიება – გირაო პატიმრობით. უნდათ გამომკეტონ, ეს არის ამათი მიზანი რეალურად“ – თქვა კუპრავამ.