გიორგი ქადაგიძე ილიაუნიდან გამოუშვეს – “ორშაბათიდან ყველაფერი საჯარო გახდება”

გიორგი ქადაგიძე ილიაუნიდან გამოუშვეს - "ორშაბათიდან ყველაფერი საჯარო გახდება"ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე წერს, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების შედეგად, ბიზნეს სკოლის დეკანი აღარ არის. ის ამას ცვლილებების შიშს უკავშირებს.

“ზუსტად ერთი წლის წინ მივიღე გადაწყვეტილება ჩემი დროის დიდი ნაწილი დამეთმო განათლების სექტორისთვის, კერძოდ კი ილიას ბიზნესის სკოლის რეფორმირებისთვის.

პირადი მიზეზების გამო მომიწია ერთი კვირით ქვეყნის დატოვება. ამ პერიოდს „მომზადებული“ ხვდება უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ატარებს ე.წ. რეორაგანიზაციას რომლის შედეგად სამწუხაროდ აღარ ვარ სკოლის დეკანი.

მიზეზი ძალიან მარტივი და ამავე დროს ფუნდამენტურია. მისი სახელია ცვლილებების შიში და ძირეული სიახლეების მიუღებლობა. არადა სწორედ რომ სიახლეების და რეალური რეფორმების დაგვიანების ფასს ყოველწლიურად ჩვენი ათასობით სტუდენტი იხდის.

ცხადია ეს ამბავი ჩემთვის მხოლოდ ახლა იწყება. მეტის დაწერა სამწუხაროდ პირადი მიზეზების გამო არ შემიძლია, მაგრამ ორშაბათიდან ყველაფერი იქნება საჯარო.

მანამდე კი ვისაც ეს თემა მართლაც აღელვებს და აინტერესებს, ვდებ რამდენიმე კვირის წინ აკადემიური საბჭოსთვის მიწერილ წერილს რომელიც ე.წ. რეორგანიზაციის მიზეზს ნათელს ხდის. (იხ. კომენტარი)” – წერს გიორგი ქადაგიძე.

პრაიმ ტაიმი