იაგო ნებიერიძის პროცესი ხვალ რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში გაიმართება

იაგო ნებიერიძის პროცესი ხვალ რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში გაიმართებაგორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული იაგო ნებიერიძის სასამართლო პროცესი ხვალ, რუსთავის მე-6 პენიტენციურდაწესებულებაში გაიმართება.

სასამართლო პროცესი 14:00 საათზეა დანიშნული.

ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. პროცესის პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარების გადაწყვეტილება მოსამართლემ მიიღო. აღნიშნულის მიზეზი, სავარაუდოდ, ბრალდებულის უსაფრთხოებაა.

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.

იპნ