ილიაუნის სტუდენტები  რექტორთან შეხვედრას ითხოვენ

ილიაუნის სტუდენტები  რექტორთან შეხვედრას ითხოვენილიას ბიზნესსკოლის სტუდენტთა ნაწილმა უნივერსიტეტის F კორპუსში გადაინაცვლა. ისინი შეკრებილი არიან უნივერსიტეტის რექტორის, გიგა ზედანიას კაბინეტთან და მოითხოვენ, რომ უახლოეს ერთ საათში ზედანია მათ შეხვდეს და წარუდგინოს პრობლემის გადაჭრის გზები. წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტები ზედანიას გადადგომის მოთხოვნით აქციებს აანონსებენ. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსი” წერს.

სტუდენტების მთავარი მოთხოვნა უცვლელია – აღადგინონ ბიზნესსკოლის რექტორის პოსტზე გიორგი ქადაგიძე, ხოლო ილიუნის ბიზნესსკოლას დაუბრუნდეს პირვანდელი სახელი.

მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

მედიამალლ.გე