ირაკლი კაკაბაძე დაქორწინდა 

ირაკლი კაკაბაძე დაქორწინდა უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე მეორედ დაქორწინდა. მისი რჩეული ბელა ბაჯელიძეა. წყვილმა დღეს ჯვარი დაიწერა. ირაკლი კაკაბაძის მეჯვარე  ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანია. ჯვრისწერის ცერემონიალს არაერთი ცნობილი სახე ესწრებოდა.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი კაკაბაძესთვის ეს მეორე ქორწინებაა. პირველად ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრზე, ანა დოლიძეზე იყო დაქორწინებული, რომელთანაც ერთი ვაჟი ჰყავს.

2020 ნიუსი