ირინა ონაშვილის გაქურდვისთვის თბილისში ნ.მ. დააკავეს

ირინა ონაშვილის გაქურდვისთვის თბილისში ნ.მ. დააკავესშსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით ორი პირი – 1980 წელს დაბადებული ნ.მ. და 1988 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი ა.ჩ. დააკავეს.

დაკავებული ნ.მ. ირინა ონაშვილის სახლში დამხმარედ მუშაობდა. საუბარია, დაახლოებით, 10.000 ლარის ღირებულების სამკაულების ქურდობაზე.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.მ.-მ თბილისში, ფანჯიკიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი ბინიდან, სადაც დამლაგებლად მუშაობდა, ოქროს ძვირფასი სამკაულები და საათები მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ იგი მომხდარიდან მალევე დააკავა, ნაქურდალი ნივთები კი ნივთმტკიცებად ამოიღო,” – ნათქვამია ინფორმაციაში.

რაც შეეხება ა.ჩ.-ს, ის სამართალდამცველებმა თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მდებარე ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი ბინის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს.

მის მიერ მოპარული ნივთები, ასევე, ამოღებულია ნივთმტკიცებად. გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ჩ.-მ ჭავჭავაძის გამზირზე კიდევ ერთი მოქალაქის ბინა გაქურდა.

გამოძიება ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს.