ისრაელელი მეცნიერები ერთი წლის ვადაში კიბოს საწინააღმდეგო წამალს შექმნიან

ისრაელელი მეცნიერები ერთი წლის ვადაში კიბოს საწინააღმდეგო წამალს შექმნიანკომაპნია Accelerated Evolution Biotechnologies Ltd-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის დან ერიდორის განცხადებით, კიბოს საწინააღმდეგო ე.წ. ანტიბიოტიკი MuTaTo უახლოეს დროში შეიქმნება.
ისრაელელი მეცნიერების ჯგუფმა განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ მიაგნო ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის მეთოდს, წერს The Jerusalem Post.

„ვფიქრობთ, ერთ წელიწადში ჩვენ შევქმნით კიბოს საწინააღმდეგო წამალს“,-განაცხადა დან ერიდორმა.

წამალი, რომლის შექმნაზე კომპანია მუშაობს, პეპტიდების კომბინაციასა და სპეციალურ ტოქსინს გამოიყენებს, რომელიც ორგანიზმში კონკრეტულად კიბოს უჯრედებს გაანადგურებს.

ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავებით, MuTaTo კიბოს უჯრედზე ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა სამიზნეს უტევს. სიმსივნის უჯრედებს აქვთ უნარი, მოიშორონ ესა თუ ის სამიზნე რეცეპტორი. თუმცა, სიმსივნური უჯრედის ზედაპირზე ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა რეცეპტორზე შეტევისას, ისეთი მუტაციის ალბათობა, რომელიც ერთდროულად სამივე სამიზნე რეცეპტორს გააქრობს, რადიკალურად იკლებს.

MuTaTo-ს მრავალსამიზნიანი შეტევის მიდგომის წყალობით სიმსივნის უჯრედებთან ერთად კიბოს ღეროვანი უჯრედებიც განადგურდება.

ერიდორის თქმით, პრეპარატს მინიმალური უკუშედეგი ექნება და მისი ფასი ხელმისაწვდოი იქნება.

„მკურნალობის ჩვენი მეთოდი პირველივე დღიდან იმუშავებს და რამდენიმე კვირა გაგრძელდება“,-აღნიშნა ერიდორმა.

პია