იურგენ კლოპი: ”ბაიერნთან პირველი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია”

იურგენ კლოპი: ”ბაიერნთან პირველი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია”ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ბაიერნთან მატჩის წინ განაცხადა, რომ ეს შეხვედრა მისი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ლივერპულს შეცდომის დაშვების უფლება არა აქვს:

”გუნდში ყველას კარგად ესმის, თუ როგორი მნიშვნელოვანია ხვალ გამარჯვება, რადგან ჩვენს წინააღმდეგ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ითამაშებს. საკუთარ მოედანზე შეცდომები არ უნდა დავუშვათ და აუცილებლად უნდა მოვიგოთ”–განაცხადა იურგენ კლოპმა.

ლივერპულს დისკვალიფიკაციის გამო ვირჯილ ვან დეიკი ვერ დაეხმარება.