“ივანიშვილი უტევს ყველა ადამიანს და ინსტიტუტს, რაც მის დიქტატს და კარნახს არ ემორჩილება“- ჭიაბერაშვილი “თიბისი” ბანკის საქმეზე

"ივანიშვილი უტევს ყველა ადამიანს და ინსტიტუტს, რაც მის დიქტატს და კარნახს არ ემორჩილება“- ჭიაბერაშვილი "თიბისი" ბანკის საქმეზეპოლიტიკური ზეწოლა „თიბისი ბანკზე“ – ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით ბანკის მმართველოაბს მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ჩამოაცილეს.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ქვეყანაში ჩაახშოს თავისუფლების ყველა გამოვლინება, ამიტომ უტევს ყველა ადამიანს და ინსტიტუტს, ვინც მის დიქტატს არ ემორჩილება:

„სამწუხაროდ, მოსალოდნელი და ლოგიკური იყო ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომ პოლიტიკური ოპოზიციაზე, მედიაზე, პირველ რიგში „რუსთავი 2“-ზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე შეტევის შემდეგ, ის გადავიდოდა ბიზნესზე, იმიტომ, რომ მას უნდა ჩაახშოს ამ ქვეყანაში თავისუფლების ყველა გამოვლინება და ის უტევს ყველა ადამიანს და ინსტიტუტს, რაც მის დიქტატს და კარნახს არ ემორჩილება“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა