ჯორჯო კიელინი: ”ძალიან ცუდად ვითამაშეთ”

ჯორჯო კიელინი: ”ძალიან ცუდად ვითამაშეთ”იუვენტუსის მცველმა ჯორჯო კიელინიმ ატლეტიკოსთან მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ იუვენტუსმა მეორე ტაიმი ძალიან ცუდად ჩაატარა, თუმცა ორი ბურთით წაგებას მაინც არ იმსახურებდა. კიელინის აზრით ტურინელებს შეუძლიათ ორბურთიანი დეფიციტის აღმოფხვრა:

”ძალიან ცუდ ხასიათზე ვართ და ეს შედეგი ჩვენთვის მიუღებელია. მეტოქის განეიტრალება ვერ შევძელით, რის გამოც დავისაჯეთ. წინ განმეორებითი მატჩია და იმედი არ დაგვიკარგავს”–განაცხადა კიელინიმ. იუვენტუსი სტუმრად ატლეტიკოსთან 0:2 დამარცხდა და თავი ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩაიგდო.