ხილიანზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა

ხილიანზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდათბილისში, სიმონ ჩიქოვანის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლი იწვის.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი კერძო საცხოვრებელი სახლის სახურავს გაუჩნდა.

წინასწარი ცნობით, დამწვარია 50 კვ.მ. ფართობი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ტერიტორიაზე ასევე იმყოფება საბურთალოს რაიონის გამგებელი, რომლის განცხადებითაც, საჭიროების შემთხვევაში გამგეობა დაზარალებულებს შესაბამის დახმარებას გაუწევს.

ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.