ხოსეპ გვარდიოლა: ”ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ”

ხოსეპ გვარდიოლა: ”ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ”მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ შალკესთან მატჩზე ისაუბრა და თქვა, რომ მისმა გუნდმა ყურადღება არ უნდა მოადუნოს. სიტი შალკეს წინააღმფდეგ უდაო ფავორიტია, მაგრამ გვარდიოლას აზრით შეიძლება ყველაფერი მოხდეს:

”ჩემპიონთა ლიგაში სუსტი მეტოქეები არ არსებობს, ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ. შალკეს ამ ტურნირში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ბუნებრივია, ჩვენ გვინდა, რომ რაც შეიძლება შორს წავიდეთ და ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ. ამისთვის ძალებს არ დავიშურებთ”–განაცხადა გვარდიოლამ.