ლადო აფხაზავა მსოფლიოს 10 საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა – გამარჯვებული 1 მილიონ დოლარს მიიღებს

ლადო აფხაზავა მსოფლიოს 10 საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა - გამარჯვებული 1 მილიონ დოლარს მიიღებსმასწავლებლის გლობალური ჯილდოს Global Teacher Prize 2019 -ის ფინალურ ათეულში ქართველი პედაგოგი – ლადო აფხაზავა მოხვდა.

10 ფინალისტის ვინაობა ჰოლივუდის ვარსკვლავმა ჰიუ ჯეკმანმა გამოაცხადა.

დაჯილდოების ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ფინალისტი ლადო აფხაზავას ბიოგრაფიაც დევს. იგი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩიბათის სკოლის მასწავლებელია. აფხაზავა სამოქალაქო განათლებას ასწავლის.

„მე მიყვარს ჩემი საქმე. ეს მაძლევს შესაძლებლობას, მოვახდინო გავლენა და ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალო. მუდმივად ვცდილობ, სწავლა კომფორტული, სახალისო და დასამახსოვრებელი იყოს მოსწავლეებისთვის.“- ამბობს ქართველი პედაგოგი.

Global Teacher Prize 2019-ის ფინალისტები 179 ქვეყნის 10.000 განაცხადიდან შეირჩნენ. ჯილდოსთვის, ქართველ პედაგოგთან ერთად, იბრძოლებენ ბრაზილიის, ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთის, ინდოეთის, აშშ-ს, არგენტინის, ავსტრალიის, იაპონიის და კენიის მასწავლებლები.

მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის ჯილდოს მფლობელი დუბაის განათლებისა და უნარების ფლობალურ ფორუმზე, 2019 წლის 24 მარტს გამოვლინდება. პრიზის სახით, გამარჯვებული 1 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

Global Teacher Prize ყოველწლიურად გადაეცემა გამორჩეულ პედაგოგს , რომელმაც თავის პროფესიაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა.

პრაიმ ტაიმი