ლანჩხუთში 50 წლის მამაკაცი დაჭრეს

ლანჩხუთში 50 წლის მამაკაცი დაჭრესლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში 50-წლამდე მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მეზობლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც ჩხუბში გადაიზარდა.

დაჭრილი მამაკაცი ფოთის ჰოსპიტალშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა მძიმეა. არსებული ინფორმაციით მას ოპერაცია უტარდება, თუმცა, ექიმები ჯერ კომენტარს არ აკეთებენ.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

იპნ