ლევან გოგიჩაიშვილი – ”რაც „ქართულმა ოცნებამ“ 7 წელი იმუშავა, აორთქლდა!”

ლევან გოგიჩაიშვილი - ”რაც „ქართულმა ოცნებამ“ 7 წელი იმუშავა, აორთქლდა!”თუ ისევ მოსამართლეთა ამ ჯგუფის გადასაწყვეტად დავტოვებთ საკითხებს, ჩათვალეთ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შვიდი წელი იმუშავა, უბრალოდ აორთქლდა!, – ამის შესახებ „ინტერპრესიუსს“ დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განუცხადა. მას იმედი აქვს, რომ მოსამართლეთა უვადოდ გამწესების დროებით გადავადების საკითხს დეპუტათა დიდი ნაწილი მხარს დაუჭერს.

გოგიჩაიშვილის თქმით, არსებული მექანიზმით დღეს ქართული სასამართლო ჩინჩალაძის სინდისით და გემოვნებით არჩეულ მოსამართლეებს ღებულობს, რომლებიც მნიშვნელოვან სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ.

„ეს კანონი მიიღებს საკმაოდ დიდი ნაწილის მხარდაჭერას და ამას თავად ნახავთ. თუ ისევ მოსამართლეთა ამ ჯგუფის გადასაწყვეტად დავტოვებთ საკითხებს, ჩათვალეთ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შვიდი წელი იმუშავა, უბრალოდ აორთქლდა! თუ საბოლოო პროდუქტი არის გვრიტიშვილი, ჩათვალეთ, რომ ამ ქვეყანაში სასამართლოს მიმართულებით რეფორმა არ შემდგარა. ამ ადამიანებს მძევლად ჰყავთ იუსტიციის საბჭო და გარკვეული ვიწრო ჯგუფი აყვანილი და მნიშვნელოვანია მათთვის ამ ინსტრუმენტის გამორთმევა.

გვაქვს ორი მიმართულება, რომ შანსი დავუტოვოთ სასამართლოს, რათა ამ ხალმა თავისი გემოვნებით არ შეარჩიოს მოსამართლეები. ვხედავთ, რომ უვადოდ არიან დანიშნული ისეთი მოსამართლეები, რომელთაც გამოსაცდელი ვადა არ ჰქონდათ დამთავრებული. ჩვენ გვინდა მივიღოთ ისეთი მოსამართლეები, რომლის მორალური მხარე, ზნეობრივი და რეპუტაციული მხარე არ იდგეს კითხვის ნიშნის ქვეშ და ექნება კარგი კვალიფიკაცია, მაგრამ დღეს ჩვენ ამას ვერ ვიღებთ. ჩვენ ვიღებთ ჩინჩალაძის სინდისით და გემოვნებით დანიშნულ უვადო მოსამართლეებს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ კრიტერიუმებს“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ინტერპრესნიუსი