ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. შესაბამისი განცხადება გოგიჩაიშვილმა რამდენიმე წუთის წინ, ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.

“ყველაფერი ნათელია. მე დღეს უნდა დაგიდასტუროთ, რომ უმრავლესობის ფორმატში პარლამენტის ტრიბუნაზე ბოლო გამოსვლა მქონდა. ჩემთვის ზღვარი წაიშალა. მე ვშიშობდი, რომ ეს ზღვარი წაიშლებოდა. მორალური ზღვარი აღარ არსებობს. “ოცნებამ” დღეს დაკარგა მორალური უპირატესობა, ვინაიდან იმ ადამიანებს დაუჭირა მხარი, ვინც სააკაშვილს წლების განმავლობაში იურიდიულად უფორმებდნენ ყველაფერს, რასაც ის ქვეყნის წინააღმდეგ ჩადიოდა”, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

რაც შეეხება ეკა ბესელიას, ის გუნდის დატოვების საკითხზე განცხადების გაკეთებას ხვალ, 12:00 საათზე გეგმავს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019