ლიეჟში სანდრა რულოვსი და გიული ალასანია ჩავიდნენ

ლიეჟში სანდრა რულოვსი და გიული ალასანია ჩავიდნენქალაქ ლიეჟში, სადაც რამდენიმე საათში  ქართველი ემიგრანტები მიხეილ სააკაშვილს შეხვდებიან, სანდრა რულოვსი და გიული ალასანია ჩავიდნენ. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მეუღლე ამბობს, რომ ემიგრანტებთან ერთად ის მოისმენს იმ გეგმებს, რომელსაც მათ მიხეილ სააკაშვილი შესთავაზებს.

„ძალიან დიდი შეხვედრა იქნება, დიდი მოლოდინი გვაქვს. კონკრეტული გეგმებიც იქნება გამოთქმული. ეს მიშას საკითხია, ამ გეგმებზე ეს მე არ მეხება. მე უბრალოდ ჩამოვედი როგორც ოჯახის წევრი და ჩემი დედამთილიც აქ არის. მთელი ღამე ვიარეთ და მოვემზადები ახლა შეხვედრისათვის. მე ალბათ ჯანდაცვის და სოციალურ სფეროზე ჩემს მოსაზრებას ვიტყვი,“-განაცხადა სანდრა რულოვსმა.

გიული ალასანიას განცხადებით ის ესაუბრა ემიგრანტებს და მათ ყველას ერთი სურვილი აერთიანებთ-დაბრუნდნენ საქართველოში.

„მე ველოდები ქართველების ერთად დგომას. ყველას როლი ძალიან დიდია. ემიგრანტების მათ შორის რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ემიგრანტები ძირითადად უკვე ფეხზე დგას და უკვე განსაზღვრული აქვთ თავისი ადგილი და აქვთ ერთადერთი სურვილი, რომ როგორმე დაბრუნდნენ სახლში,“-განაცხადა გიული ალასანიამ.

რუსთავი 2

ლიეჟში სანდრა რულოვსი და გიული ალასანია ჩავიდნენ