ლიეჟში შალვა რამიშვილი სააკაშვილთან შეხვედრაზე არ შეუშვეს – ვიდეო

ლიეჟში შალვა რამიშვილი სააკაშვილთან შეხვედრაზე არ შეუშვეს - ვიდეოინციდენტი მოხდა ბელგიის ქალაქ ლიეჟში, სადაც მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, ემიგრანტებთან შეხვედრას მართავს.

შეხვედრაზე ჟურნალისტი შალვა რამიშვილი არ შეუშვეს.

როგორც მიხეილ სააკაშვილისა და პროექტის ოფიციალურ გვერდებზე წერია, ქალაქ ლიეჟში შეკრებილები ალტერნატიული მთავრობის ჩამოყალიბებაზე იმსჯელებენ.

მიხეილ სააკაშვილის ღონისძიება თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყო.

შეკრებისთვის ბელგიაში ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები საქართველოდანაც ჩავიდნენ.

შეკრების ორგანიზატორები არიან გიორგი სიგუა და მოძრაობა „ერთად სახლში“.

პრაიმ ტაიმი

https://www.facebook.com/PrimeTimeMagazine/videos/311392949509427/