“მაღაზიიდან მოვდიოდი, პოლიციამ გამაჩერა და ფოტო გადამიღო” – რა ხდება ქუთაისში

"მაღაზიიდან მოვდიოდი, პოლიციამ გამაჩერა და ფოტო გადამიღო” - რა ხდება ქუთაისშიქუთაისში საპოლიციო რეიდებია.

სამართალდამცველები ილია ჭავჭავაძის გამზირზე ქვეითად მოსიარულეებს აჩერებენ და ფოტოებს უღებენ. ადგილობრივების განმარტებით, მეორე დღეა პოლიცია აღნიშნული ქუჩაზე მცხოვრებლების მონიტორინგს ახორციელებს.

“მაღაზიიდან მოვდიოდი და პოლიციამ გამაჩერა, პირადობა მომთხოვა, რადგან აქვე ვცხოვრობ და მაღაზიაში ბორჯომზე ვიყავი გადასული, ბუნებრივია პირადობა არ მქონდა. ვუთხარი არ მაქვს-მეთქი, მაშინ ფოტო უნდა გადაგიღოო,”- აცხადებს ჭავჭავაძის გამზირზე მცხოვრები.

“პრაიმტაიმი” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების ცნობით, ე.წ რეიდი არ დასტურდება.