მამა გიორგი მამალაძის სკანდალური წერილი – რას წერს დეკანოზი პატრიარქის ოჯახის ბიზნესის შესახებ

მამა გიორგი მამალაძის სკანდალური წერილი - რას წერს დეკანოზი პატრიარქის ოჯახის ბიზნესის შესახებდეკანოზ გიორგი მამალაძის სკანდალურმა წერილმა მატროსოვის ციხიდან შესაძლოა, საპატრიარქოში ფრონტის ახალი ხაზი გახსნას. წერილის შინაარსი საიდუმლოა, თუმცა ცნობილია, რომ მიმართვას 4 ადრესატი ჰყავს და ყველა მათგანი მაღალი იერარქიის სასულიერო პირია.

ადრესატებს შორის არიან მეუფე პეტრე ცაავა, რომელსაც გადასცა პრადად ეს წერილი, მეუფე ანდრეა გვაზავა, მეუფე დიმიტრი, რომლის ეპარქიასაც წარმოადგენს დეკანოზი მამალაძე და მეუფე დავით ალავერდელი.

დეკანოზის ძმის, თორნიკე მამალაძის თქმით, წერილის შინაარსის ნაწილი საეკლესიო ბიზნესს ეხება. მისი განცხადებით, გზავნილში საუბარია პატრიარქის ოჯახის წევრებზე, კონკრეტულად კი დაზე. თორნიკე მამალაძე 10 დღეა, საპატრიარქოსთან კარავში ცხოვრობს და დეკანოზის თავისუფლებას და ზიარებას ითხოვს.

“ამ წერილში საუბარია, მე როგორც ვიცი, პატრიარქის ოჯახის წევრებზე, კონკრეტულად დაზე, რომელიც ფლობს ბიზნესებს. ბიზნესებს ფლობს საეკლესიო ხატების, ნივთების, სანთლების ბიზნესს. როდესაც ჩემი ძმა თავისუფალი იყო, პატრიარქთან არაერთხელ ჰქონდა ამაზე საუბარი და დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, რაზეც პატრიარქი ძალიან გაბრაზდა, რომ ჩემმა ძმამ ბიზნესების გარკვევა დაიწყო და პატრიარქის ოჯახს შეეხო,“- განაცხადა დეკანოზ მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ.

დეკანოზის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, გზავნილმა საპატრიარქოს შიგნით ძალიან დიდი დაძაბულობა გამოიწვია.

„იქ ეტყობა არის მითითებული ისეთი რამ, რაც რეალობასთან ახლოა  და რაც რეალობა და სიმართლეა. განუდგა ყველა და თითქოს, შიდა სამზარეულოს დალაგების პრინციპით კი არ წასულან, აი დღეს რომ აქვთ მოწოდება, რომ აბსოლუტურად ყველანაირად ცდილობენ გარკვეული პირები, რომ არ მოხდეს მამა გიორგის შეწყალება და მაგის ფაქტი ჩვენ გვქონდა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დროს, ორჯერ შეტანილ განცხადებაზე საპატრიარქოდან იყო მოთხოვნა, რომ არ შეეწყალებინა, ეგ არის ერთ-ერთი საფუძველი, რის გამოც ყველანაირად ხელს უშლიან, რომ მამა გიორგის მიმართ შეწყალების აქტი გამოვიდეს,“- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

რუსთავი 2