მამუკა მდინარაძემ ბესელიას ინიციატივას არაკონსტიტუციური უწოდა

მამუკა მდინარაძემ ბესელიას ინიციატივას არაკონსტიტუციური უწოდაქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე პარტიაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.

მდინარაძემ ბესელის კანონპროექტზე საუბრისას თქვა, რომ ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ კანონპროექტი, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას გულისხმობდა, “ანტიკონსტიტუციურია”.

„ძალიან ცუდი ტრენდია ის, რომ გარკვეული პირობის არშესრულების შემდეგ რამდენიმე ჩვენმა კოლეგამ ჩვენი გუნდი დატოვა. როდესაც ჩვენი გუნდის წევრები ტოვებენ გუნდს, არის ძალიან სამწუხარო, მაგრამ ჩვენ გვაქვს კონკრეტულ მოცემულობასთან საქმე, ერთ-ერთი მაგალითია თვალსაჩინო, რომ ანტიკონსტიტუციური კანონის მხარდაჭერის გამორიცხვის გამო, გუნდის წევრებმა დატოვეს. ეს მათი არჩევანი, მათი გადასაწყვეტია,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.