მარნეულში გაზგასამართ სადგურს ცეცხლი გაუჩნდა

მარნეულში გაზგასამართ სადგურს ცეცხლი გაუჩნდაამ წუთებში მარნეულის ცენტრში გაზგასამართი სადგური იწვის. ცეცხლი ჯერ სატვირთო ავტომობილს გაუჩნდა, რომელსაც ადგილზე ბუნებრივი აირით ტუმბავდნენ, შემდეგ კი სადგურს გადაედო.

მარნეულში რამდენიმე სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული, ადგილზე მუშაობს საპატრულო პოლიციაც. დაშავებულები არ არიან.

„არსებობდა აფეთქების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად სწრაფად მოხდა ხანძრის ლიკვიდირება.

ადგილზე მობილიზებული იყო 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.