მეუფე ანტონი – “ღმერთმა ნუ ქნას, რომ ეს ამბავი საზოგადოებამ გაიგოს… ნეტავ, მეც არ გამეგო“ – ვიდეო

მეუფე ანტონი - "ღმერთმა ნუ ქნას, რომ ეს ამბავი საზოგადოებამ გაიგოს... ნეტავ, მეც არ გამეგო“ -  ვიდეომეუფე ანტონმა გადაცემა “რეაქციაში” დეკანოზ გიორგი მამალაძის სკანდალურ წერილთან დაკავშირებით ისაუბრა.

„მოვისმინეთ, რომ ღმერთმა ნუ ქნას, რომ ეს ამბავი საზოგადოებამ გაიგოს. ნეტავ, მეც არ გამეგო. გვაქვს მოსმენილი განცხადება, რომ ეს ციხის კადრებზე მეტად ძნელი გადასატანი იქნება. გვაქვს მოსმენილი ბედუკაძეობა. მოდი, ვივარაუდოთ, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე. სასულიერო პირი იქნება თუ საერო პირის გამოსვლიდან, მრჩება შთაბეჭდილება, რომ მკვლელობის მიღმა უფრო დიდი დანაშაული იმალება და მოდი იურიდიულად განვსაზღვროთ, რა შეიძლება იყოს მკვლელობაზე დიდი დანაშაული: სახელმწიფო გადატრიალება, საპატრიარქო გადატრიალება, თუ რა შეიძლება იყოს. თუ ის იურიდიული ხასიათის არ არის, ის შეიძლება იყოს მორალურ-ზნეობრივი ხასიათის, რომელთა გამჟღავნება შეიძლება მძიმედ აისახოს საზოგადოებაზე. მე ვვარაუდობ თქვენთან ერთად” – ამბობს მეუფე ანტონი.

ნიუპოსტი

https://youtu.be/m7GIsda0tBY