მყრალი “ნასკების” გამო რუსეთში შესაძლოა ჯარიმა შემოიღონ

მყრალი "ნასკების" გამო რუსეთში შესაძლოა ჯარიმა შემოიღონმგზავრების მიერ ჰიგიენის წესების უფულვებელყოფა შესაძლოა სარკინიგზო ტრანსპორტში კონფლიქტების მიზეზი გახდეს. ამის შესახებ მედიასთან რუსეთის დუმის ტრანსპოტისა და მშენებლობის კომიტეტის წევრმა ალექსანდრ ვასილიევმა ისაუბრა. მისი თქმით, „მგზავრების ჭუჭყიანი წინდები“ აწუხებს ყველას, ვინც ე.წ პლაცკარტით მგზავრობს და დისკომფორტს იწვევს:
„სხვა ქვეყნებში ჯარიმა არის დაწესებული, ჩვენთან კი ეს ვერ მოვახერხეთ, მაგალითად, ის რომ ადამიანს დაავალდებულო, არ მოწიოს გასასვლელში, არ იყოს არაფხიზელ მდგომაეობაში და სხვები არ შეაწუხოს თავისი არაჰიგიენურობით.“- განაცხადა დეპუტატმა. მისი თქმით, რუსეტის ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსახურს უფლება უნდა მიეცეს შესაბამისი შემოწმებები ჩაატაროს.