ნიკა გვარამია: „@@@ობის და დიქტატურის ახალი რეკორდი მყარდება: პანღურის ამორტყმისთვის პოლიტიკური ოპონენტის პატიმრობა“

ნიკა გვარამია: „@@@ობის და დიქტატურის ახალი რეკორდი მყარდება: პანღურის ამორტყმისთვის პოლიტიკური ოპონენტის პატიმრობა“ „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა დღეს ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში იყო დაბარებული. კუპრავას ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის საჩივრის საფუძველზე ელოდებოდნენ. თუმცა, კუპრავა სამართალდამცავ უწყებაში არ გამოცხადდა. მან იმ ბრალდების ტექსტი გაასაჯაროვა, რასაც მას ედავებიან.

აღნიშნულს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში გამოეხმუარა:

„ზვიად კუპრავამ ირაკლი ზაქარეიშვილს ხერხემლის ქვედა ნაწილში ამოარტყა ფეხი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ესე იგი მან ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინები სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

@@@ობის და დიქტატურის ახალი რეკორდი მყარდება: პანღურის ამორტყმისთვის პოლიტიკური ოპონენტის პატიმრობა.