ნიკა მელია: „ხაზარაძე და ჯაფარიძე ყოველდღე უნდა ელოდონ დაპატიმრებას“

ნიკა მელია: „ხაზარაძე და ჯაფარიძე ყოველდღე უნდა ელოდონ დაპატიმრებას“„თიბისი ბანკის“ საქმე – გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია არ გამორიცხავს, რომ მამუკა ხაზარაძე და აბდრი ჯაფარიძე დააკავონ. მელიას თქმით, ივანიშვილის ერთადერთი მიზანი ბანკის ხელში ჩაგდებაა. მისი სურვილია ასევე ანაკლიის პროექტის ჩაშლა:

„ადამიანი, პრაქტიკულად, ძებნაზე დასვეს, ფულის გამთეთრებლად გამოაცხადეს, ობიექტური ვარაუდი არსებობს,რომ 600 მილიონი დოლარის გამოყოფის სურვილი საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს აღარ გაუჩნდება, მანამ, სანამ ბატონი ხაზარაძე ან, თუნდაც, ბატონი ბადრი ჯაფარიძე იქნებიან ამ პროცესში ჩართულნი.

ბიძინა ივანიშვილის გეგმაში გახლავთ შემდეგი, გეოპოლიტიკური ინფრასტრუქტურული პროექტის შეჩერება იმ საბაბით, რომ აგერ, თურმე უმძიმესი დამნაშავეები ახორციელებენ ამ პროექტს. არ მინდა, შევაშინო ბატონი ხაზარაძე და ჯაფარიძე, მაგრამ ყოველდღე უნდა ელოდონ ისინი დაპატიმრებას,“ – აცხადებს ნიკა მელია.