ნიკო კოვაჩი: ”ლივერპულთან ფრე კარგი შედეგია”

ნიკო კოვაჩი: ”ლივერპულთან ფრე კარგი შედეგია”ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა განაცხადა, რომ მისი გუნდისთვის სტუმრად ლივერპულთან ფრე კარგი შედეგია და ძალიან ცოტა გუნდი დაიტრაბახებს იმით, რომ ლივერპულთან სტუმრად გოლი არ გაუშვა:

”მე არ ვარ ის ადამიანი ვისაც ნულოვანი ფრე უხარია, მაგრამ ჩვენ შევძელით გოლის არგაშვება, რაც ლივერპულთან ძალიან კარგი შედეგია. ყველაფერი მიუნხენში გადაწყდება და საკუთარ მოედანზე უნდა შევუტიოთ. ლივერპულის დამარცხება შეგვიძლია”–განაცხადა კოვაჩმა.

გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 13 მარტს გაიმართება.