ნუგზარ სულაშვილი: “იაშვილის კლინკაში უშედეგოდ ებრძოდა ლეიკემიას… მიჩივლეთ, ბატონებო! ამ პატარა კაცის წინაშე პირნათელი ვარ !

ნუგზარ სულაშვილი: "იაშვილის კლინკაში უშედეგოდ ებრძოდა ლეიკემიას... მიჩივლეთ, ბატონებო!  ამ პატარა კაცის წინაშე პირნათელი ვარ !საფრანგეთში მცხოვრები ნუგზარ სულაშვილი ფეისბუქის გვერდზე პოსტს ავრცელებს:
“ფრანგი ექიმების დამსახურებით, დღეს კიდევ ერთმა ანგელოზმა დაამარცხა სიკვდილი. ის 5 თვიდან იაშვილის კლინიკაში უშედეგოდ ებრძოდა ლეიკემიას.

წუხელ გვიან დამირეკა ბავშვის მამამ და ბედნიერი ხმით მაცნო რომ მისი შვილი უკვე სრულიად ჯანმრთელია.

მადლობას ვუხდი ქ. აჟენის სამედიცინო პერსონალს და სიამოვნებით მოვიკითხავ იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელობას, რომელმაც მუქარა წერილობით შემომითვალა. იმ შემთხვევაში, თუ საჯაროდ არ მოვიხდიდი ბოდიშს აღნიშნული კლინიკის დადანაშაულებისთვის, სასამართლოში მიჩივლებდნენ.

მიჩივლეთ ბატონებო!

ამ პატარა კაცის წინაშე პირნათელი ვარ !

ჩვენ გავიმარჯვეთ!!!”- წერს ნუგზარ სულაშვილი