ოლე გუნარ სოლსკიაერი: ”ლივერპულთან მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია”

ოლე გუნარ სოლსკიაერი: ”ლივერპულთან მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია”მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა ლივერპულთან შეხვედრის წინ განაცხადა, რომ მისი გუნდი ვალდებულია, რომ უკეთესი თამაში აჩვენოს, ვიდრე ეს პსჟ-სთან იყო. სოლსკიაერი დარწმუნებულია, რომ მის გუნდს ლივერპულის დამარცხება შეუძლია, თუმცა ეს ძალიან რთული იქნება:

”ლივერპული წელს საოცრად თამაშობს და მათი დამარცხება ურთულესი ამოცანაა, მაგრამ ჩვენ ეს შეგვიძლია და მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების. სტუმრად ძლიერ გუნდებთან კარგი შედეგები ვაჩვენეთ და იგივე საკუთარ მოედანზეც უნდა გავაკეთოთ”–განაცხადა სოლსკიაერმა.