ოლე გუნარ სოლსკიაერი: ”ყველაფერი ჯერ არ დამთავრებულა”

ოლე გუნარ სოლსკიაერი: ”ყველაფერი ჯერ არ დამთავრებულა”მანჩესტერ იუნაიტედი პსჟ-სთან საკუთარ მოედანზე დამარცხდა 0:2 და გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი თითქმის არა აქვს. ასე არ ფიქრობს მანჩესტერის მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი, რომლის აზრით ჯერ კიდევ შეიძლება ყველაფრის გამოსწორება და მის გუნდს ეს შეუძლია:

”სამწუხაროა რომ საკუთარ მოედანზე დავმარცხდით. ეს დიდი დარტყმაა, მაგრამ ჩვენ არ დავნებდებით და ბოლომდე ვიბრძოლებთ. მჯერა ჩემი ფეხბურთელების და ყველაფერი დასრულებული არ არის”–განაცხადა ოლე გუნარ სოლსკიაერმა.