ორსულმა არასრულწლოვანმა 2 ბიჭთან ერთად წერეთელზე მაღაზია გაქურდა

ორსულმა არასრულწლოვანმა 2 ბიჭთან ერთად წერეთელზე მაღაზია გაქურდაწერეთლის გამზირზე ელექტრობუხრების მაღაზია გაქურდეს. წაღებულია ლეპტოპი და საბუთები.

როგორც მაღაზიის კონსულტანტი ყვება, ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ქურდობა სამმა არასრულწლოვანმა ჩაიდინა, მათ შორის ერთი ორსული გოგონა იყო.

„დათვალიერების შედეგად იყო წაღებული ლეპტოპი. კამერა, რომელი უყურებდა კარს, იყო ქვემოთ დაწეული. სავარაუდოდ, წუთნახევარზე მეტი არ იყვნენ გაჩერებულები. იყო რამდენიმე დოკუმენტი წაღებული და  მიყრილ-მოყრილი იყო ყველაფერი,“ – ამბობს მაღაზიის კონსულტანტი.

რუსთავი 2