ოთარ მუქიას მკვლელობისთვის მ.ს. დააკავეს

ოთარ მუქიას მკვლელობისთვის მ.ს. დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტრომ ლანჩხუთის რაიონში მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სანადირო თოფიდან გასროლით ორი ადამიანი დაჭრა, მათგან ერთი საავადმყოფოში მისვლამდე გარდაიცვალა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული მ.ს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაული 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 თებერვალს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ახალსოფელში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სანადირო თოფიდან გასროლით ორი ადამიანი: 1970 წელს დაბადებული ა.მ. და 1966 წელს დაბადებული გ.ტ. დაჭრა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა, ორივე დაჭრილი სტაციონარში გადაიყვანეს. სამედიცინო დახმარების მიუხედავად, ერთ-ერთი მათგანი – ა.მ. საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე ლანჩხუთის რაიონში დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.