პატრიარქი სტიქაროსან ლევან ბორტიშვილს გამოემშვიდობა – ”ღმერ­თს უფრო მე­ტად ჰყვარებია იგი, ვიდ­რე ჩვენ”

პატრიარქი სტიქაროსან ლევან ბორტიშვილს გამოემშვიდობა - ”ღმერ­თს უფრო მე­ტად ჰყვარებია იგი, ვიდ­რე ჩვენ”21 თე­ბერ­ვალს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა სი­ო­ნის ტა­ძარ­ში პა­ნაშ­ვი­დი გა­და­ი­ხა­და ახ­ლად­გარ­დაც­ვლი­ლი 23 წლის ლე­ვან ბორ­ტიშ­ვი­ლის­თვის, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ილია II-ს მთა­ვა­რი სტი­ქა­რო­სა­ნი იყო. პა­ნაშ­ვი­დი პატ­რი­არ­ქმა მღვდელმთავ­რებ­თან და სამ­ღვდე­ლო­ე­ბას­თან ერ­თად გა­და­ი­ხა­და.

პატ­რი­არ­ქი სა­კუ­თარ სტი­ქა­რო­სანს ასე გა­მო­ემ­შვი­დო­ბა:

“ლე­ვა­ნი, რო­გორც ან­გე­ლო­ზი, გაგ­ვიფ­რინ­და და გახ­და ზე­ცი­უ­რი სამ­ყა­როს, ზე­ცი­უ­რი სა­ქარ­თვე­ლოს მკვიდ­რი. შევ­თხოვთ უფალს, და­ა­წე­სოს მისი უკ­ვდა­ვი სული, სა­და­ცა წმინ­დან­ნი და მარ­თალ­ნი გა­ნის­ვე­ნე­ბენ. მე თა­ნაგ­რძნო­ბას ვუ­ცხა­დებ მშობ­ლებს, ახ­ლობ­ლებს.

ლე­ვა­ნის წას­ვლა ეს ღვთის გან­გე­ბაა. ღმერ­თს უფრო მე­ტად ჰყვა­რე­ბია იგი, ვიდ­რე ჩვენ. დღეს მის ცხე­დარს მი­ვა­ბა­რებთ ჩვენს მი­წას და იმე­დია, მისი სული ლოც­ვებს აღავ­ლენს სა­ქარ­თვე­ლოს მშვი­დო­ბი­სა და ეკ­ლე­სი­ის კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის” – ბრძა­ნა ილია მე­ო­რემ.

ლე­ვან ბორ­ტიშ­ვი­ლი ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პატ­რი­არ­ქის მთა­ვა­რი სტი­ქა­რო­სა­ნი იყო. 23 წლის ახალ­გაზ­რდის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა გახ­და.

სი­ონ­ში გა­დახ­დი­ლი პა­ნაშ­ვი­დის ფო­ტო­ე­ბი და პატ­რი­არ­ქის სამ­ძი­მა­რი სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე გავ­რცელ­და.

ამბები