ფოთში, 16 წლის მოზარდის ცხედარი 20-დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს

ფოთში, 16 წლის მოზარდის ცხედარი 20-დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს20-დღიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შემდეგ, ფოთში 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს, რომელიც მდინარეში სამი კვირის წინ გადავარდა.

ცხედარი შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, მდინარე რიონის შესართავიდან 1 კილომეტრში ნახეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამძებრო სამუშაოებში 30-მდე მაშველი იყო ჩართული, მათ შორის, მყვინთავები თბილისიდან და აჭარის რეგიონებიდან.

16 წლის მოზარდი 29 იანვარს ფოთში მდინარე რიონში ხიდის მოაჯირიდან გადავარდა.