რა ღირს მიწა საქართველოში?

მიწადედაქალაქის ცენტრალურ უბნებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვადრატული მეტრის ფასი 100-2000 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ამის შესახებ sputnik.ge წერს.

საქართველოში მიწის ნაკვეთების ფასი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, ამიტომ, შესაძლოა ერთსა და იმავე ქალაქში, სოფელში ან თუნდაც უბანში  კვადრატული მეტრის ღირებულება საგრძნობლად განსხვავდებოდეს.

მიწა ყველაზე ძვირი თბილისში ღირს. დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვადრატული მეტრის ფასი 100-2000 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

საბურთალოზე კვადრატული მეტრის საბაზრო ფასი 100 დოლარიდან იწყება, სოლოლაკში – 400 დოლარიდან, ორთაჭალაში – 145, ჩუღურეთში – 250. ყველა ამ უბანში 2000 დოლარს აჭარბებს. ქალაქის ცენტრში ყველაზე ძვირი მაინც ავლაბარია, სადაც ფასები 300 დოლარიდან იწყება და 4000 დოლარს აღწევს.

ცოტა ნაკლები ღირს მიწა ვაკეში – 140-1 200 დოლარი, ვერაზე ფასები 1 კვ მეტრზე 300-დან 1200 დოლარამდე მერყეობს. ისანში – 100-600 დოლარია. დიდუბეში კი – 500-2 500.

შედარებით იაფია ნაკვეთები თბილისის გარეუბნებში, აქ კვადრატულ მეტრს 6 დოლარადაც იშოვნით და 400 დოლარადაც.

მაგალითად, დიდ დიღომში 1კვ.მ მიწის ნაკვეთის ფასი 25-450 დოლარია, გლდანში – 20-350 დოლარი, თემქაზე – 35-180 თბილისის ზღვაზე – 10-85, ვარკეთილში – 10—300 დოლარია, აფრიკის დასახლებაში კი – 7-40.

აქართველოს სხვა ქალაქებში კი ასეთი სურათია:  ბათუმსა და ქუთაისშიარასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კვადრატული მეტრის ფასი 20 დოლარიდან იწყება,   ზუგდიდსა და თელავში – 10 დოლარიდან. კურორტ გუდაურის ცენტრში კი კვადრატული მეტრი 60 დოლარად იყიდება.

რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს, ფასები აქაც განსხვავდება. მაგალითად, თბილისთან ახლოს, ტაბახმელაში ასეთი ტიპის ნაკვეთი საშუალოდ 35  დოლარად იყიდება, ანანურში – 15  დოლარად.

ზუგდიდის შემოგარენში მისი შოვნა 0,32 დოლარადაც შეგიძლიათ და 3 დოლარადაც,თელავში ამ ტიპის მიწის ფასი 0,48 დოლარიდან იწყება, სიღნაღში – 0,32 დოლარიდან. მარნეულში ფასები იწყება 0,81 დოლარიდან, ოზურგეთში – 0,57 დოლარიდან და 7 დოლარს აღწევს. ხოლო ამბროლაურში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კვადრატული მეტრი საშუალოდ 5 დოლარი ღირს.

სააგარაკე მიწის ნაკვეთებს კი თბილისთან ახლოს, მაგალითად წავკისში ან ოქროყანაში, 20-35 დოლარის ფარგლებში შეიძენთ. 25-30 დოლარიდან იწყება კვადრატული მეტრის ფასი კიკეთსა და კოჯორში. ბორჯომში კი სააგარაკე მიწის შეძენა საშუალოდ 15-20 დოლარი დაგიჯდებათ.

sputnik.ge

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019