რაგბი – საქართველომ რუმინეთს სტუმრად 18:9 მოუგო

რაგბი - საქართველომ რუმინეთს სტუმრად 18:9 მოუგოსაქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში რუმინეთი სტუმრად, ქალაქ კლუჟში, ანგარიშით 18:9 დაამარცხა.

„ბორჯღალოსნებმა“ მეტოქეს 2 ლელო დაუდეს, დანარჩენი ქულები კი 1 გარდასახვითა და 1 ჯარიმით მოიპოვეს. საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას თბილისში, ავჭალის სტადიონზე ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.

ამ გამარჯვებით „ბორჯღალოსნებმა“ ანთიმოზ ივერიელის გარდამავალი თასიც მოიპოვეს.