რომან გოცირიძე – “ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მისი ორივე მოადგილე უნდა გადადგეს”

რომან გოცირიძე - "ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მისი ორივე მოადგილე უნდა გადადგეს"ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მისი ორივე მოადგილე უნდა გადადგეს! – ასეთი სუსტი ადამიანური კაპიტალის მქონე ეროვნული ბანკი ქვეყანას დვალიშვილის მერე, 25 წელია არ ჰყოლია, ეს არ მოუტანს ქვეყანას სიკეთეს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განუცხადა.

რომან გოცირიძის შეფასებით, ეროვნული ბანკის მართვაში სერიოზული პრობლემაა.

“ერთ-ერთი ვიცე პრეზიდენტი, რომელიც შვიდი წლის ვადით იყო არჩეული, სწორედ არაფორმალური ზეწოლის გამო, ვადის ამოწურვამდე ხუთი წლით ადრე გაიქცა. მის შემცვლელად ახლახან დაინიშნა სრულიად გამოუცდელი ახალგაზრდა, რომელსაც საკუთარი ჩრდილისაც კი ეშინია. მეორე ვიცე-პრეზიდენი გამოირჩევა კონფორმიზმით, ბანკის პრეზიდენტს კი არა აქვს მენეჯერის უნარები, ვერ უძლებს ივანიშვილს წნეხს, რამაც შეიძლება უდიდესი ზიანი მიაყენოს საფინანსო სისტემას. ასეთი სუსტი ადამიანური კაპიტალის მქონე ეროვნული ბანკი ქვეყანას დვალიშვილის მერე, აგერ უკვე 25 წელია არ ჰყოლია. ეს არ მოუტანს ქვეყანას სიკეთეს“, – აცხადებს რომან გოცირიძე.

ინტერპრესნიუსი