რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა უჩა მამაცაშვილის ნათესავმა სცემა?

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა უჩა მამაცაშვილის ნათესავმა სცემა?რუსთავის მერის საეჭვო შვებულება, რომელიც კითხვებს აჩენს – ოპოზიციის ინფორმაციით, ქალაქის მერს ირაკლი ტაბაღუას დაახლოებით ერთი თვის წინ, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის უჩა მამაცაშვილის ახლო ნათესავი კობა კოკოლაშვილი ფიზიკურად გაუსწორდა. მიღებული დაზიანებების გამო კი მერი კლინიკაშიც იწვა.

“ეს ისევ უკავშირდება არჩევნებს და იქ ძალაუფლების გადანაწილებას, დაუპირისპირდნენ რუსთავის მერს და ფაქტიურად ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერ მოხდა დაახლოებით ერთი თვის წინ, ძალიან ბევრი ქართული ოცნების აქტივისტი და სხვათაშორის ჩინოვნიკიც ადასტურებს ამ ყველაფერს,”-აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ბოტკოველი.

საავადმყოფოში მკურნალობას ადასტურებს, ირაკლი ტაბაღუაც, თუმცა ქალაქის მერის განმარტებით იგი ბიულეტენზე სულ სხვა მიზეზით იყო და არანაირი დაპირისპირება არ ჰქონია უჩა მამაცაშვილის ნათესავთან.

“ჩემი ავადმყოფობა ამ პერიოდს არ დამთხვევია, შეგვიძლია ვნახოთ როდის ვიყავი ბიულეტინზე,”-აცხადებს ირაკლი ტაბაღუა.

თავად კობა კოკოლაშვილი კომენტარისაგან თავს იკავებს.