საბერძნეთში 42 წლის საქართველოს მოქალაქე მოკლეს – მამაკაცს აფხაზეთიდან ტყვიები თავში აქვს მოხვედრილი

საბერძნეთის პოლიცია დამნაშავეებს ეძებს, რომელთაც თესალონიკში, საკუთარ საცხოვრებელ ბინასთან 42 წლის მამაკაცი მოკლეს. საბუთების შემოწმების შედეგად კი გაირკვა, რომ ის საქართველოს მოქალაქეა, კერძოდ კი, აფხაზეთში დაბადებული.

შემთხვევა 10 თებერვალს იასონიდუს ქუჩაზე, 21:40 საათზე მოხდა. სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე 42 წლის ქართველი მამაკაცი ჩაცხრილეს.

მას ტყვიები თავის არეში აქვს ნასროლი.

პოლიცია ვარაუდობს, რომ საქმე მაფიოზურ ანგარიშსწორებასთან გვაქვს.

გეორგიანს.გრ

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019