საფრანგეთმა იტალიიდან ელჩი გაიწვია

საფრანგეთმა იტალიიდან ელჩი გაიწვიასაფრანგეთმა იტალიიდან კონსულტაციისთვის ელჩის გამოწვევის გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“ წერს.

საფრანგეთის საგარეო უწყებაში იტალიის ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის, ლუიჯი დი მაიოს საპროტესტო მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გააკრიტიკეს.

„ბოლო ჩარევა კიდევ ერთი პროვოკაციაა და ეს მიუღებელია“, – აღნიშნეს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

საფრანგეთის საგარეო უწყებაში იტალიის ვიცე-პრემიერს მოუწოდეს, ყურადღება მიაქციოს საკუთარ ქმედებებს, რათა ზიანი არ მიაყენოს ორმხრივ ურთიერთობებს.

აღსანიშნავია, რომ 7 იანვარს იტალიის ვიცე-პრემიერმა ლუიჯი დი მაჯიომ მხარდაჭერა გამოუცხადა „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობას.

„ახალი ევროპა იბადება – ყვითელი ჟილეტების, მოძრაობებისა და პირდაპირი დემოკრატიის ევროპა“, – განაცხადა მაშინ იტალიის ვიცე-პრემიერმა.