საუთჰემპტონის ფანებმა ემილიანო სალას დასცინეს

საუთჰემპტონი კარდიფის შეხვედრის დროს უსიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა. საუთჰემპტონის რამდენიმე გულშემატკივარმა გარდაცვლილ ემილიანო სალას დასცინა და თვითმფრინავის ჩამოვარდნის ჟესტიკულაცია გააკეთა. ორი გულშემატკივარი პოლიციამ დააკავა და მათ საუთჰემპტონის სტადიონზე მისვლა სამუდამოდ აეკრძალათ.

გარდა ამისა, გუნდმა ოფიციალური განცხადება გააკეთა, სადაც დაგმო მსგავსი საქციელი და კარდიფს ბოდიში მოუხადა. ემილიანო სალას ცხედარი 6 თებერვალს იპოვეს. სალა და პილოტი დავიდ აიბოტსონი 21 იანვარს გაუჩინარდნენ, როდესაც მათმა თვითმფრინავმა დანიშნულების ადგილს ვერ მიაღწია.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019