„შარდენზე ყოველდღე მინიმუმ 2 ტურისტს ქურდავენ და სცემენ“ – ვიდეო

„შარდენზე ყოველდღე მინიმუმ 2 ტურისტს ქურდავენ და სცემენ“ - ვიდეოსოციალური ქსელის მომხმარებელი, ნინი კო (Nini Ko) ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს:

“რამდენიმე დღის წინ შარდენზე “თამადასთან” ვსეირნობდი ფილიპინელებთან ერთად.. სადაც ჩემი ნაცნობი გიდი ატარებდა ტურს რუსებთან და პარალელურად დავინახეთ რომ ჩვენსკენ მოდიოდა ციგნების ძალიან დიდი ჯგუფი. გიდის პირველი რეაქცია რაც იყო რომ გადმომხედა და მკითხა სად გავაქციოთ ეხლა ესენიო? (რადგან მის ერთ-ერთ ტურისტს 7თვის ბავშვი ჰყავდა) ამ დროს ჩემი ერთერთი ფილიპინელი ცალკე იღებს სელფს რომელსაც თავზე დაესხა დაახლოებით 15-მდე ციგანი. დანარჩენები დავტოვე და გავაფრთხილე რომ საფულეები შეენახათ და მორიდებოდნენ მე კი გავიქევი დასახმარებლად.. მიუხედავათ ჩემი ყვირილის რომ პატრულში დავრეკავდი და მიუხედავათ იმისა რომ ეს ფილიპინელი ჩანთის ქნევით იგერიებდა ვერაფრით ვერ მოვიშორეთ მანამ სანამ უკნიდან არ გავიგე დანარჩენების განწირული ხმა რომ საფულე მოიპარეს.. აქ არ იყო ფულზე საუბარი აქ იყო 4 პასპორტზე საუბარი რომლებიც საფულეში იდო.. დაიწყო ჭიდაობა, ჩხუბი, ხვეწნა რომ წაეღოთ ფული ოღონდაც საბუთები დაეტოვებინათ ჩაერთო გიდიც ტურისტებით და მოკლედ საფულე დავიბრუნეთ.. მაგრამ მაინტერესებს მაშინ როდესაც პოლიციას არ აქვს არანაირი ბერკეტი, არ აქვს არანაირი ძალა და დაუცველები ვართ როგორც მოქალაქეები ასევე ტურისტები. მაშინ როდესაც ტურისტებს ეშინიათ უკვე და გიდები ციგნების დანახვაზე ვერ ხვდებიან საით გაიქცნენ სად არის ან შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia სადარის ამ დროს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia სად არიან ქვეყნის ცენტრალური ტელევიზიები რუსთავი 2 Imedi Tv ტელევიზია იმედი.. ან რატომ არის ხალხი ჩუმათ მაშინ როდესაც ყოველდღე მინიმუმ 2 ტურისტი იქურდება და იცემება.. რატომ არ ისჯება ამ დროს ჯგუფური თავდასხმა? და მაპატიეთ ჩემი უცოდინრობა სამართალში მაგრამ რამდენადაც ვიცი აქ მარტო ჯგუფური თავდასხმა არარის და არის რამოდენიმე მუხლი..
P.S #მევერვგრძნობთავსდაცულად!!!”, – წერს სოცქსელის მომხმარებელი.

მედიამალლ.გე

https://www.facebook.com/100004128077856/videos/1213051432175781/